ლევან დავითაშვილი: უპასუხისმგებლოა ის ადამიანი, ვინც პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს
უპასუხისმგებლოა ის ადამიანი, ვინც პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს, ვითომ სიტყვის გამოხატვით, ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილი განუცხადა.
„მე მგონი, უპასუხისმგებლოა ის ადამიანი, ვინც პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს, ვითომ სიტყვის გამოხატვით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც კანონდარღვევით ცდილობენ სახელმწიფო უწყებებისთვის მუშაობის პროცესის ხელის შეშლას, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება, მოსახლეობას სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და ამ დროს საბოტაჟის დრო არ არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.