“მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა” – თბილისში მამაკაცი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ს. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ს. რამდენიმე თვის განმავლობაში, ზ.პ.-ს დიდი ოდენობით თანხას სძალავდა. თანხის არგადაცემის შემთხვევაში კი ბრალდებული დაზარალებულს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის, კერძოდ, მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა.
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები