ექიმის ინფორმაციით, “ტვ პირველის” ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ექიმის ინფორმაციით, “ტვ პირველის” ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაშავდა, დამაკმაყოფილებელია
“ამ წუთას მარიამის მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდა ჭრილობის პირველადი დამუშავება. მას ჰქონდა შუბლის არეში ნახეთქი ჭრილობა. მოხდა დამუშავება, გაკერვა. ახლა მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კვლევები, თავს ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებლად გრძნობს”,- აღნიშნა ექიმმა.
ცნობისთვის, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას ფიზიკურად სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. ჟურნალისტი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. აღნიშნულს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.