საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელების წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელების წინ რამდენიმე რიგად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. მოქალაქეებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და საპოლიციო ძალების პირისპირ ამ ფორმით დადგნენ.
სპეცრაზმი მათ დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს. ისმის გაფრთხილება აქციის მონაწილეების დაშლის შესახებ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი.