გიორგი ტყემალაძე: ბევრი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა

“ბევრი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამისთვის ყველა უწყება არ ზოგავს თავს და მუშაობს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვართ მოწინავეები იმ ქვეყნებთან შედარებით რომლებსაც უკვე გაეხსნათ მოლაპარაკების სტატუსი”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

„დღეს პრემიერმა დააზუსტა, რომ თუ მოლაპარაკებები გაიხსნება, იმ წუთში იქნება მთავრობის მხრიდან ხელმოწერილი და დადასტურებული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საჯარო მოხელეებმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად საჯარო მოხელეები არიან ის ადამიანები, რომელმაც ზუსტად იციან, რომ ძალიან აქტიურად მიდის ყველა მიმართულებით მუშაობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა მიმართულებით იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც აღებული გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. აღნიშნულს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სპეცრაზმი მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები