პერუში, თამაშის დროს, სტადიონს მეხი დაეცა, რასაც ერთი ფეხბურთელი ემსხვერპლა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, 34 წლის უგო დე ლა კრუზი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 4 სპორტსმენი, მათ მძიმე დამწვრობები აღენიშნებათ.
მატჩი პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა და კადრებში ჩანს, როგორ დაეცნენ ფეხბურთელები მინდორზე ელვის შედეგად.
მეხის დაცემამდე საფეხბურთო მატჩი ჭექა-ქუხილის გამო შეწყდა, შემთხვევა კი იმ დროს მოხდა, როდესაც მოთამაშეები მინდორს ტოვებდნენ.