დიმიტრი ხუნდაძე: ზურაბიშვილის მომავალი არის 5-კვირიანი

“ხალხის ძალის” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე ისაუბრა.
„ზურაბიშვილის მომავალი არის 5-კვირიანი. დღეს პარასკევია, იყო 6 და დარჩა 5 პარასკევი, ისე რომ მას არავითარი პერსპექტივა ამ კუთხით დროშიც აღარ ესახება. მაგრამ ის საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი რომ არ იყო, ეს ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამოჩნდა. მას რა დავალებასაც მისცემენ, იმას გააკეთებს. თუმცა, ამისთვის მას დრო უბრალოდ არ რჩება.
ზურაბიშვილი აუცილებლად შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ პირველი, რატომაც არ გააკეთა ეს, იყო ის, რომ თვითონ უნდა შემდგარიყო ლიდერად, რაც ვერ მოხერხდა. ახლა სააკაშვილის შეწყალებას აზრი არ აქვს, რადგან შეწყალების შემთხვევაში ის საპყრობილიდან ვერ გამოვა,” –  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები