გიორგი გამსახურდია აქციის მონაწილეებს: პოლიციელზე ხელის აწევის შემთხვევაში, შსს-ს აქვს ყველანაირი კანონიერი უფლება, კანონის მთელი სიმკაცრით იმოქმედოს – ცეცხლს ნუ ეთამაშებით
გიორგი გამსახურდია პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პოლიციელზე ხელის აწევის შემთხვევაში, შსს აქვს ყველანაირი კანონიერი უფლება, კანონის მთელი სიმკაცრით იმოქმედოს და არსებული მანდატის ფარგლებში, დაამყაროს წესრიგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს გახსოვდეთ და ცეცხლს ნუ ეთამაშებით, მაიდანი არ გაგივათ!“, – წერს გიორგი გამსახურდია.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. აღნიშნულს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სპეცრაზმი მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს.