საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა, ის კლინიკაში გადაჰყავთ
რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას ფიზიკურად სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.
მარიამ გაფრინდაშვილი რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობის შესახებ კომენტარს სავარაუდოდ, ექიმები გააკეთებენ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. აღნიშნულს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სპეცრაზმი მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს.