რასა იუკნევიჩიენე: დაუყოვნებლივი ქმედებაა საჭირო საქართველოს დემოკრატიის დასაცავად

“დაუყოვნებლივი ქმედებაა საჭირო საქართველოს დემოკრატიის დასაცავად”, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპარლამენტში კოლეგა დეპუტატებთან ერთად დავაინიცირე წერილი, რომელიც მიუწოდებს [უმაღლეს წარმომადგენელს] კაია კალასს და ევროკავშირს სანქციები შემოიღონ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო თაღლითობაზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებაზე. დაუყოვნებლივი ქმედებაა საჭიროა საქართველოს დემოკრატიის დასაცავად,” – წერს ევროპარლამენტარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები