საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა(ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 1 929 გრ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები