პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 სამართალდამცველი დაშავდა

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 სამართალდამცველი დაშავდა.

ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბებოდა და ადგილი ჰქონდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქცია წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა.

მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საშუალებები.

უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კერძოდ, სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის მონაწილეები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

აქციაზე დაშავებული მოქალაქეები კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმ ნიკა კაპანაძის განცხადებით, მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ ჰქონიათ და ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი რუსთაველის გამზირზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები