მაშველებმა ბელგიის სამეფოს გარდაცვლილი მოქალაქე, რომელიც გუშინ მყინვარწვერზე დაიღუპა, გადმოასვენეს, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მაშველებმა გადმოსვენების ღონისძიება 4900 მეტრის სიმაღლიდან განახორციელეს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღესვე, 08:00 საათზე, სტეფანწმინდაში სამაშველო ღონისძიება განახლდა და მყინვარწვერზე 3600 მეტრ სიმაღლეზე დაზიანებული ალპინისტების ევაკუაცია განხორციელდა.
მეტეოსადგურიდან ვერტმფრენით ორი მოქალაქე გადმოიყვანეს.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.