გორის მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო ლექცია ჩატარდა

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, გორის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე ბრუნო ბალდუკი უძღვებოდა. საელჩოს ატაშემ სტუდენტებს უსაფრთხოების, ნარკოტიკებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
უსაფრთხოების თემაზე საჯარო ლექცია საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლებისა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს დაიგეგმა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის საელჩოსთან და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.
“ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა საელჩოსთან, განვახორციელეთ და კიდევ იგეგმება სხვადასხვა ერთობლივი პროექტები. თანამშრომლობის შედეგად, გადაწყდა, რომ გორის უნივერსიტეტში გაიხსნება ფრანგული ენის შემსწავლელი ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, დაეუფლოს ფრანგულ ენას. დღევანდელი შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის მსგავს პროექტებს”, – განაცხადა მედიასთან გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები