საგარეჯოს მერია: მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სააღდგომო ამანათი წელს, ჯამში 1200 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა

ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებს, ა.ა.იპ. „სათნოების სახლის” ბენეფიციარებს, დღის ცენტრის 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, სათემო სახლის ბენეფიციარებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარჩენალდაკარგულ მარტოხელა მშობლებსა და საერთო საცხოვრისის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ გულიკაშვილმა გადასცა.

მისი თქმით, მთავარი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაა.

„ვულოცავ საგარეჯოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილი საქმეების კეთების სურვილი და საზეიმო განწყობა ქონოდეს თითოეულ ოჯახს. ჩვენი მთავარი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაა, ამიტომ, ვცდილობთ, ოჯახებს მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები შევთავაზოთ. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ყოველწლიურად ვზრდით დაფინანსებას”.- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სააღდგომო ამანათი წელს, ჯამში 1200 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები