ვაჩე ჭკადუას ფოტოგამოფენა

   14 მარტს, 20 სათზე, “Tiflis Brunch“-ში მისამართზე: ლესელიძის N 6 -ში, ვაჩე ჭკადუას ფოტოგამოფენა გაიხსნება. გამოფენის სახელწოდებაა: “from my eyes“. როგორც ხელოვანმა ,,კვირას“ აცნობა: – გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებელი ექნებათ არა მარტო გაეცნონ ჩემს ფოტოგრაფიას, არამედ სურვილის შემთხვევაში შეიძინონ კიდეც ისინი. გამოფენის მერე სტუმრები წითელ ღვინოს დააგემოვნებენ. მათ სასიამოვნო და თბილ გარემოს ვპირდები.
საღამოზე ასევე ნაჩვენები იქნება სვანეთში გადაღებული ფოტოების სლაიდშოუ, მონაწილეები ავტორის ლექსებს წაიკითხავენ. ვაჩე ჭკადუას ფოტოგამოფენა რამდენიმე დღე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები