"ინდური ფილმების ფესტივალი" საქართველოში

  ინდოეთის საელჩო საქართველოში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია 21–24 მარტს კინოთეატრ “რუსთაველში“ “ბოლივუდის”100 წლისთავისადმი მიძღვნილ “ინდური ფილმების ფესტივალს” გამართავს. “კვირას“ დაუკავშირდა კინოპროდიუსერსა და ამ ფესტივალის ორგანიზატორს დავით ბეჟიტაშვილს და სთხოვა, ფესტივალის შესახებ მოეთხო:
– ფესტივალის პროგრაა ძალიან საინტერესოა. ნაჩვენები იქნება უკანასკნელ წლებში შექმნილი საუკეთესო ინდური ფილმები, წარმოდგენილი იქნება ინდური სამზარეულო, სტუმრები დააგემოვნებენ ინდურ ტრადიციულ კერძებს, ფესტივალზე ინდურ თემაზე შექმნილი ქართველი ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინება. მასში მონაწილეობას მიიღებენ: ქართველი მსახიობები და მომღერლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში მოღვაწე ინდოელი ბიზნესმენები და საზოგადოების ცნობილი სახეები. ფესტივალის საზეიმოდ 21 მარტს, 19:30 საათზე გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები