კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, გადარჩენა- პოპულარიზაცია

  გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ გრემის მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის 2013 წლის პროგრამით განხორციელებული და 2014 წელს დეგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძირითადი პრიორიტეტები, რომელსაც ეროვნული სააგენტოს ახლად დანიშნული დირექტორი, არქიტექტურული ნიმუშების რესტავრაციის, ფრესკების კონსერვაციის, არქეოლოგიის, საგანმანათლებლო საქმიანობისა და საინფორმაციო სისტემების განვითარების მიმართულებით, უწყებაში განახორციელებს. კახეთის რეგიონალური მედია დეტალურად გაეცნო პროექტებს, რომლებიც რეგიონში გასულ წლებში განხორციელდა და 2014 წელს ძეგლთა დაცვის, გადარჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები