“აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის წინააღმდეგ ბრიუსელის მუქარის ფონზე, ძნელია, არ გაიხსენო აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9 მაისი, წითელი მოედანი…

რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ… უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები.

ალბათ იმიტომ, რომ

ჩვენი ომი ომი არ იყო,

ჩვენი სისხლი სისხლი არ იყო,

ჩვენი ცრემლი ცრემლი არ იყო”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები