პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე, გენო პეტრიაშვილს ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავის ჯილდო გადასცეს
“ბრატისლავაში გამართულ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე, პარლამენტის წევრი გენო პეტრიაშვილი, ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს და შესაბამისი ჯილდო გადასცეს,”- ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენი კომიტეტის ღირსეული წევრი გენო პეტრიაშვილი ევროპის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2024 წლის ევროპის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა. კომიტეტის სახელით მინდა მივულოცო მას ეს მნიშვნელოვანი აღიარება და დამსახურებული ჯილდოს გადაცემა”, – განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ სანიკიძემ.
სპორტის კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საუკეთესო მოჭიდავის ჯილდო გენო პეტრიაშვილს კომიტეტის აპარატის უფროსმა ედიშერ მაჩაიძემ გადასცა, რომელიც ბრატისლავაში, ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ ედიშერ მაჩაიძე პირველი ქართველია, რომელიც აღნიშნული კომიტეტის წევრად იქნა არჩეული.