რუბიო – აშშ უარს იტყვის უკრაინის სამშვიდობო სწრაფვაზე, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, უარი თქვას შუამავლობაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, თუ რამდენიმე დღეში ამ მიმართულებით პროგრესს არ დაინახავს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისივე განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მომხრეა, მაგრამ მას სხვა პრიორიტეტებიც აქვს.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ სამუშაოს გაგრძელებას კვირების და თვეების მანძილზე. ასე რომ, ახლა ჩვენ ძალიან სწრაფად, რამდენიმე დღეში, უნდა გადავწყვიტოთ, ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე კვირაში შესრულებადია, თუ არა. თუ კი, ჩვენ საქმეში ვართ, თუ არა, ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს“, – თქვა რუბიომ.