გიორგი ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის

„ფაქტია, რომ იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან და ვიღაცისკენ ხელს იშვერს, რომ რუსეთის წამხედურობით არიან და მათ პოლიტიკას ატარებენ,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რუსეთიდან ხოშტარიების ოჯახისთვის ჩარიცხულ მორიგ ტრანშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიერთობას შორის, რუსეთის ინტერესებშია, რომელსაც ელენე ხოშტარია ემსახურება.

„ღიად ფულის გადაცემა, ბაბუის ლეგენდის მოგონებით არის ხელსაყრელი იმისთვის, რომ გყავდეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუდმივად ეცდება ბზარი გააჩინოს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის. ეს რუსეთის ინტერესია. თუმცა ასე გლობალურად თუ არ განვიხილავთ ელენე ხოშტარიას ფიგურას, რა საკვირველია შეიძლება ვიგულისხმოთ ყოველ შემთხვევაში სულ მცირე, რომ ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, რომელიც არა თუ პოლიტიკური ლიდერისთვის, ზოგადად ადამიანისთვის ძალიან არაბუნებრივია. ფაქტია, რომ იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან და ვიღაცისკენ ხელს იშვერს, რომ რუსეთის წამხედურებით არიან და მათ პოლიტიკას ატარებენ“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ხოშტარიების საბანკო ანგარიშზე რუსეთიდან გაზრდილი ტრანში განხორციელდა.  ე.წ. პროევროპელების მიერ გაჭრილი ხაზი ჩრდილოეთის ხაზინისკენ, დაფინანსების შევსების მორიგი წყაროა. აპრილში თანხამ 250 ათასამდე დოლარი შეადგინა. ხოშტარიების ოჯახი ისევ დუმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები