დავით მათიკაშვილი: საზოგადოება როდესაც უყურებს ელენე ხოშტარიას, რწმუნდება, რომ არანაირი მორალური კომპასი რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია
„საზოგადოება როდესაც უყურებს ელენე ხოშტარიას, რწმუნდება, რომ არანაირი მორალური კომპასი რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხოშტარია არის მკაფიო, ნათელი მაგალითი ორმაგი აგენტის.
„ხოშტარია არის მკაფიო, ნათელი მაგალითი ორმაგი აგენტის – როგორ შეიძლება, იღებდე საკმაოდ დიდ ფულად სახსრებს რუსეთისგან, ამ დროს გქონდეს რაღაც ევროპული მანტია მორგებული და ცდილობდე საზოგადოების მოტყუებას. საზოგადოება როდესაც უყურებს ელენე ხოშტარიას, რწმუნდება, რომ არანაირი მორალური კომპასი რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია და ყველაფერი არის სრული აბსურდი, რაზეც ისინი აპელირებენ, ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსება გაეზარდა. მხოლოდ აპრილის თვეში მის ოჯახს 250 ათას დოლარამდე ჩაერიცხა. ხოშტარიების ოჯახი „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.