არქივი

2017

ვარკეთილში PSP-ს აფთიაქი გაქურდეს

ვარკეთილში PSP-ს სააფთიაქო ქსელის ფილიალი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. უცნობია, რა ოდენობით თანხა მოიპარეს.

ჟურნალმა Vogue-მა საქართველო 2017 წელს ათ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა

პოპულარულმა ჟურნალმა Vogue-მა 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, სადაც ტოპ-ათეულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. Vogue-ის ჟურნალისტის, ჯენ მერფის თქმით, საქართველო ბოლო წლებში საუცხოო ღვინით ძალიან…

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტს სიტყვა „ვიღაცაში“ დავით უსუფაშვილი არ…

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტს სიტყვა „ვიღაცაში“ დავით უსუფაშვილი არ უგულისხმია. გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით…

ავსტრალიაში 77 წლის პატიმარმა 71 წლის თანასაკნელი მოკლა

ავსტრალიაში მკვლელობებისთვის რამდენჯერმე გასამართლებულმა 77 წლის პატიმარმა მეორე, 71 წლის პატიმარი მოკლა, რომელთანაც ისინი ერთ საკანში ცხოვრობდნენ. ამის შესახებ "ბი ბი სი" იუწყება. ციხის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ ჯონ უოლშს, რომელმაც…

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ნაძვის ხეზე დევნილ ბავშვებს უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხე წელს დევნილი ბავშვებისათვის ტრადიციულად პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მორთო. პრეზიდენტის სასახლეში…

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე ბრძოლას ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი და ზაალ ანჯაფარიძე განაგრძობენ.…

ბათუმში, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზიიდან 40 ათასი ლარი გაიტაცა

ბათუმში, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა. შემთხვევა, 31 დეკემბერს, ღამის საათებში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქულ სუპერმარკეტ „იალჩინში“ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სანტას ფორმიანმა…

ჩინეთმა ყაზახეთის და რუსეთის გავლით ინგლისში რკინიგზით ტვირთების ტრანსპორტირება დაიწყო

ჩინეთმა ინგლისში პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვები დაიწყო. პირველი მატარებელი ჩინეთის ქალაქ იუდან გაემგზავრება და ის ინგლისში დაახლოებით ორ კვირაში ჩავა. სარკინიგზო გადაზიდვები ჩინეთის, რუსეთის ბელორუსიის და ევროპის ქვეყნების გავლით…

ავღანეთში ნაღმზე პოლიციის ავტომანქანა აფეთქდა – ერთი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ნაღმზე ავტომობილის აფეთქების შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება“ იუწყება. აფეთქება ლოგარის პროვინციაში მოხდა. ნაღმი გზის პირას იყო დამონტაჟებული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა…

გიორგი მარგველაშვილი მის შესაძლო გადადგომაზე: მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე კომენტარს არ აკეთებს. მარგველაშვილის მიიჩნევს, რომ აღნიშნული თემა…