გიორგი მარგველაშვილი მის შესაძლო გადადგომაზე: მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე კომენტარს არ აკეთებს.
მარგველაშვილის მიიჩნევს, რომ აღნიშნული თემა განსახილველი არ არის.
“ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი… გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?.. არასწორად მისვამთ კითხვას. მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი საკითხი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო”,- განაცხადა მარგველაშვილმა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას პროგნოზირებს. ამის შესახებ მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები