საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ნაძვის ხეზე დევნილ ბავშვებს უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხე წელს დევნილი ბავშვებისათვის ტრადიციულად პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მორთო.
პრეზიდენტის სასახლეში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საბავშვო, მუსიკალური წარმოდგენა „საახალწლო ნაძვის ხე” გამართა, სადაც პატარებს საახალწლო სანახაობა შესთავაზა.
პრეზიდენტის ნაძვის ხე 4-5 იანვარსაც გაიმართება და დევნილ ბავშვებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შვილებასაც უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები