ჩინეთმა ყაზახეთის და რუსეთის გავლით ინგლისში რკინიგზით ტვირთების ტრანსპორტირება დაიწყო

ჩინეთმა ინგლისში პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვები დაიწყო. პირველი მატარებელი ჩინეთის ქალაქ იუდან გაემგზავრება და ის ინგლისში დაახლოებით ორ კვირაში ჩავა. სარკინიგზო გადაზიდვები ჩინეთის, რუსეთის ბელორუსიის და ევროპის ქვეყნების გავლით განხორციელდება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პირველ მატარებელს ტანსაცმელი, ჩანთები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მიაქვს. ამ გზით ჩინეთი აპირებს შექმნას საშუალო გადაზიდვათა რგოლი ძვირიან და სწრაფ საჰაერო, და იაფ და ნელ საზღვაო გადაზიდვებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები