ავღანეთში ნაღმზე პოლიციის ავტომანქანა აფეთქდა – ერთი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ნაღმზე ავტომობილის აფეთქების შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება“ იუწყება. აფეთქება ლოგარის პროვინციაში მოხდა. ნაღმი გზის პირას იყო დამონტაჟებული.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. როგორც წესი, მსგავს ტერაქტებს ავღანეთში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები