პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტს სიტყვა „ვიღაცაში“ დავით უსუფაშვილი არ უგულისხმია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტს სიტყვა „ვიღაცაში“ დავით უსუფაშვილი არ უგულისხმია.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე დღეს ჟურნალისტებს შემდეგნაირად უპასუხა: “ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი… გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?.. არასწორად მისვამთ კითხვას. მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი საკითხი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები