ბათუმში, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზიიდან 40 ათასი ლარი გაიტაცა

ბათუმში, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა. შემთხვევა, 31 დეკემბერს, ღამის საათებში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქულ სუპერმარკეტ „იალჩინში“ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანტას ფორმიანმა ახალგაზრდა მამაკაცმა, იარაღის გამოყენებით, მაღაზიის სალაროდან 40 ათას ლარამდე თანხა გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ჯერ დაკავებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები