არქივი

2014

ღამის საათებში ფოიერვერკის გამოყენება იზღუდება

ფოიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები დადგინდა. როგორც დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. დავით ნარმანიას თქმით,…

სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი-2014“-ში მონაწილეებს მედლები გადაეცათ.…

ემზარ კვიციანი შეწყალებას ითხოვს

ემზარ კვიციანის ადვოკატმა ალექსდანდრე კობაიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანა. კობაიძემ პრეზიდენტს მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალების მოთხოვით მიმართა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მიმდინარე წლის დეკემბერის ბოლოს პრეზიდენტმა…

ახალი წლისა და შობის ღამეს მეტრო და რიყის საბაგირო უფასოდ იმუშავებს

ახალი წლის და შობის ღამეს თბილისის მეტრო და რიყის საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. როგორც ჟურნალისტებს დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, პაატა ჯაჭვლიანმა განუცხადა, 31 დეკემბერს, 24:00 საათიდან, 1 იანვრის…

ნოდარ ხადურმა მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები გადასცა

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცეს. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა სათამაშოები, ტკბილეული, კომპიუტერული და…

მესტიაში სოჭის ჯიშის უკანონო მორი აღმოაჩინეს

მესტიის რაიონის სოფელ იფარში ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული 200 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის უკანონო მორი აღმოაჩინეს - ამის შესახებ „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე…

დღეს ევროპის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება

ევროპის მოედანზე, დღეს საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება. დედაქალაქის მთავრობის ორგანიზებით, თბილისში სხვადასხვა კულტურული და სპორტულ-გასართობი ღონისძიება ეწყობა, მათ…

ჰიდროლოკატორებმა ზღვის ფსკერზე „ეარ აზიას“ თვითმფრინავის კორპუსი იპოვეს

ჟურნალ The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია „ეარ აზიის“ თვითმფრინავის კორპუსი ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს. ინდონეზიის საძიებო-სამაშველო სააგენტომ ჰიდროლოკატორის მეშვეობით თვითმფრინავის ნაწილის სავარაუდო გამოსახულება მიიღო.…

„პერსონა“ გილოცავთ ახალ წელს!

ახალ წელს ვულოცავ მათ, ვინც ამ დღეებში საახალწლო პროდუქტი ვერ შეიძინა, საჩუქრები ვერ მიიღო და არც ნაძვის ხე დაუდგამს, რადგან ამისთვის სახლი არ გააჩნია. ახალ წელს ვულოცავ ყველა მოხუცს და ბავშვს, რომლებიც მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ, მაგრამ…

შსს-ს შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის…