ახალი წლისა და შობის ღამეს მეტრო და რიყის საბაგირო უფასოდ იმუშავებს

ახალი წლის და შობის ღამეს თბილისის მეტრო და რიყის საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
როგორც ჟურნალისტებს დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, პაატა ჯაჭვლიანმა განუცხადა, 31 დეკემბერს, 24:00 საათიდან, 1 იანვრის 04:30 საათამდე და 6 იანვარს, 24:00 საათიდან 7 იანვრის 04:30 საათამდე, მეტროპოლიტენი მუშაობას გაახანგრძლივებს, მგზავრებს უფასო გადაადგილება აღნიშნულ დღეებში 23:00 საათიდან 04:30 საათამდე შეეძლებათ.
რაც შეეხება საბაგიროს “რიყე-ნარიყალა”, მისი მუშაობა გახანგრძლივდება 31 დეკემბერს 23:00 საათიდან 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე და აღნიშნულ პერიოდში მგზავრობა უფასო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები