მესტიაში სოჭის ჯიშის უკანონო მორი აღმოაჩინეს

მესტიის რაიონის სოფელ იფარში ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული 200 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის უკანონო მორი აღმოაჩინეს – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე თქმით, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. გარემოსთვის მიყენებული ზიანმა შეადგინა 22 000 ლარი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები