დღეს ევროპის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება

ევროპის მოედანზე, დღეს საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება.
დედაქალაქის მთავრობის ორგანიზებით, თბილისში სხვადასხვა კულტურული და სპორტულ-გასართობი ღონისძიება ეწყობა, მათ შორის, რიყის პარკში საშობაო ბაზრობები, საბავშვო კონცერტები და პონების ვოლიერი, ასევე ჰოკეიში, ფიგურულ სრიალში, პარკურში, კალათბურთში, ბატუტსა და სპორტულ ტანვარჯიშში სპორტსმენები საჩვენებელ გამოსვლებს გამართავენ.
წარმოდგენები აქვთ ილუზიონისტებსაც. ასევე, რიყის პარკში მისულ სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით თოვლის ბაბუა და ელფები უმანსპინძლებენ.
ერეკლე II -ს ქუჩაზე ნაძვის ხეების ფესტივალი იმართება. თბილისში საახალწლო ღონისძიებების მოწყობა 25 დეკემბრიდან დაიწყო და 7 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები