ჰიდროლოკატორებმა ზღვის ფსკერზე „ეარ აზიას“ თვითმფრინავის კორპუსი იპოვეს

ჟურნალ The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია „ეარ აზიის“ თვითმფრინავის კორპუსი ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს. ინდონეზიის საძიებო-სამაშველო სააგენტომ ჰიდროლოკატორის მეშვეობით თვითმფრინავის ნაწილის სავარაუდო გამოსახულება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტი 24-30 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. თვითმფრინავის კორპუსი კატასტროფის ადგილიდან დაახლოებით 3,5 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი Airbus A320-200, რომელიც სურაბაიდან სინგაპურში მიემგზავრებოდა, რადარებიდან 28 დეკემბერს ღამით გაუჩინარდა. ლაინერზე 155 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. კუნძულ კალიმანტანის მახლობლად თვითმფრინავის ნამსხვრევები და დაღუპულთა 6 გვამი აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები