ნოდარ ხადურმა მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები გადასცა
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცეს.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა სათამაშოები, ტკბილეული, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა პატარებსა და მათ მშობლებს სამინისტროს ფოიეში, საახალწლო ნაძვის ხესთან გადასცეს.
ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებულ სტუმრებს ნოდარ ხადურმა და გიორგი თაბუაშვილმა სიურპრიზი მოუწყვეს და ბავშვები მათთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილზე – მთაწმინდის პარკში წაიყვანეს.
პატარებმა მოინახულეს თოვლის პაპა და სანტა- კლაუსი, ისრიალეს საციგურაო მოედანზე და დაესწრნენ ილუზიონისტების წარმოდგენას.