ღამის საათებში ფოიერვერკის გამოყენება იზღუდება

ფოიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები დადგინდა. როგორც დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
დავით ნარმანიას თქმით, დადგენილი წესის მიხედვით, სადღესასწაულო დღეების გარდა, დედაქალაქის ტერიტორიაზე ღამის საათებში ფოიერვერკის გამოყენება იზღუდება.
“ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, ფოიერვერკის გამოყენების წესების დარღვევას არასასურველი შედეგი მოჰყვეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ დავიცვათ წესები. გარდა სადღესასწაულო დღეებისა, ჩვენ მიერ დადგენილი წესის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ღამის საათებში ფოიერვერკების გამოყენება იზღუდება, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია. შუაღამისას ფოიერვერკის გამოყენება და ხმაური დისკომფორტს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ინტერესების  გათვალისწინება. არ უნდა გამოვიყენოთ ფოიერვერკები, რომელიც იწვევს ხმაურს ღამის საათებში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები