კატეგორია

კონფლიქტები

კონფლიქტები

ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. აფხაზური მედიის ცნობით, ვლადიმერი პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდება. პუტინსა და ხაჯიმბას შორის შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება. პუტინი…

თენგიზ ფხალაძე – სოხუმში პუტინის ე.წ. ვიზიტი რუსეთს ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სოხუმში ვლადიმერ პუტინის ე.წ. ვიზიტი ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციისთვის დიდი სცენარის ნაწილია. "სოხუმში ვლადიმერ პუტინის ე.წ. ვიზიტი ეს არის იმ დიდი…

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დღეიდან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს დროებით კეტავს

2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დღეიდან, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო უსაფრთხოების სახელმწიფო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ე.წ.…

რუსმა სამხედროებმა ფლავისმანიდან გატაცებული მწყემსები თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

2000 რუბლის გადახდის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული მწყემსები გაათავისუფლეს. რუსმა სამხედროებმა ისინი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. შსს შიდა ქართლის დეპარტამენტში…

ირაკლი სესიაშვილი: პუტინი აფხაზებისთვის და ოსებისთვისაც ისეთივე ოკუპანტია, როგორც ჩვენთვის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩასვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ეს იაფფასიანი სვლა იქნება. მისივე თმით, აფხაზებისთვის პუტინი ისეთივე ოკუპანტია, როგორც…

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელი მიზან ლომია ავრცელებს. „დაღუპულები არიან სანკტ-პეტერბურგის…

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება თხრილებს 4 ქართულ სოფელთან გაავლებს

აძვი, არცევი, მერეთი, ჯარიაშენი, - ეს ოკუპირებული ტერიტორიის ის 4 მოსაზღვრე ქართული სოფელია, რომლის სიახლოვესაც ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება თხრილების გავლებას აპირებს. ოფიციალურ ვერსიად ცხინვალის მხრიდან თხრილები ხანძარსაწინააღმდეგო…

აფეთქების დროს ოკუპირებულ აფხაზეთში 25 ადამიანი დაშავდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკთან, სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან დამსვენებლებიც. რუსეთის ტურიზმის სამსახური საკუთარი მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაციას არ…

ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქება მოხდა (ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფეთქება გუდაუთის რაიონში, სოფელ პრიმორსკთან მდებარე იარაღის საწყობში მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მსხვერპლის…

ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანიდან ორი ადამიანი გაიტაცეს

ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. სავარაუდოდ, ისინი ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი. როგორც „კვირას“ სუს-ში განუცხადეს, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია…