ოკუპანტებმა ახმაჯთან ორი ადამიანი დააკავეს
ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯში საოკუპაციო ძალებმა ორი მოქალაქე დააკავეს.
დაკავების ფაქტი „კვირას“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
„დაკავებულია ორი ადამიანი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს მათ გასათავისუფლებლად“, -აცხადებენ სუს-ში.