ცხინვალში, საკუთარ სახლში მამაკაცი დაიწვა

ე.წ სამხრეთ ოსეთში, ცხინვალში, 13 კომუნარების ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ასაკოვანი მამაკაცი დაიღუპა.
დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლების ცნობით, ხანძარი მამაკაცის საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, მან სახლიდან დროულად გამოსვლა ვერ შეძლო, რა დროსაც სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეწვა.
ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ჯერჯერობით ცეცხლის გაჩენის მიზეზი დადგენილი არ არის, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები