საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრას დაესწრო

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – ივანე აბაშიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებთან შეხვედრას დაესწრო.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი იმ გეგმებს და სტრატეგიას შეეხო, რომელიც საქართველოს მთავრობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგის შემდგომი განვითარების მიმართულებით აქვს.

” შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რკინიგზის მოდერნიზაციასა და ისტორიულ პროექტზე, რომელიც საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურაზე, სახმელეთო ტრანსპორტისა და საავიაციო ტრანსპორტის მიმართულებების განვითარებაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები