ფაროსანამ გუდაუთის რაიონის მოსავლის ნახევარი უკვე გაანადგურა

აფხაზური მედიის ცნობით, გუდაუთის რაიონში მანდარინის და კაკლის მოსავლის ნახევარი ფაროსანამ გაანადგურა. დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შარშან გუდაუთაში ფაროსანა თითქმის არ იყო, წელს კი პრაქტიკულად ყველა სოფელს მოედო. ფაქტს იმით ხსნიან, რომ ფაროსანა გამოზამთრების შემდეგ ახალ ადგილებს გაუჩერებლად ეძებს. ადგილობრივი ჩინოვნიკის განცხადებითვე, 2018 წლის არასახარბიელო პროგნოზი კეთდება. მისი აზრით, მომავალ წელს აფხაზეთში ნაკლები ფაროსანა იქნება, გუდაუთის რაიონს კი კატასტროფა ელის, თუ კი სასწრაფოდ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული. როგორც ირკვევა, ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მოსახლეობას ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიკატებს უფასოდ ურიგებს. ბოლო პარტია ნოემბრის დასაწყისში დარიგდა და ის ათასი ჰექტარის შეწამვლას ეყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები