“მერაბიშვილის ბაღებისთვის” იძულებით დათმობილი მიწის ნაკვეთები და საარსებო წყაროს გარეშე…
„მერაბიშვილის ბაღები“ - გორის მუნიციპალიტეტში შინდისის თემის მოსახლეობა 200 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ამ სახელით იცნობს. აღნიშნული მიწა 2011 წლის დეკემბრის თვეში სახელმწიფომ ათობით ადგილობრივ ოჯახს ჩამოართვა…