სურამში ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა

ოჯახური ძალადობის მორიგი მსხვერპლი ქალი – სურამში 30-წლამდე ქალი ქმარმა ნაჯახით მოკლა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დაღუპულს მრავლობითი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.  ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები