რუსეთში გორელი მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადის ავტოსადგურზე,  ტრაილერში  52 წლამდე ასაკის  მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
გარდაცვლილი გორში მცხოვრები რამაზ კამლაძეა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი, სადაც გარდაცვლილი იპოვეს ერთ-ერთი კერძო კომპანიის საკუთრებაა.

როგორც ,,რეგიონულ კვირას” გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მამაკაცს გულის პრობლემა ჰქონდა და სავარაუდოდ გულის შეტევით დაიღუპა. ამ დრომდე, ცხედარი ვოლგოგრადის პროზექტურაში რჩება და სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია.
,,უკეთილშობილესი, უსაყვარლესი ადამიანი იყო. გულის პრობლმები ჰქონდა. სიკვდილის ერთადერთ მიზეზაზად ამ დოისთვის, გულის შეტევას მივიჩნევთ. ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. ავტოსადგურზე მანქნაში უნახავთ გარდაცვლილი”,- ამბობს ოჯახის ახლობელი.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ოჯახს გადმოსვენების მოთხოვნით ამ ეტაპზე, არ მიუმართავს.
როგორც “რეგიონულ კვირას” უწყებაში განუმარტეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხედრის გადმოსვენების პროცესში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება, როდესაც გარდაცვლილის ოჯახი სამინისტრის გადმოსვენების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები