კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

ფინეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს

ფინეთის მთავრობამ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. Yle-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ინფექციური დაავადებების…

ფაშინიანმა “ისკანდერებზე” გაკეთებული განცხადება “უკან წაიღო” – კრემლი…

"სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი რუსული სარაკეტო კომპლექსების "ისკანდერების" ეფექტურობის შესახებ შეცდომაში შეიყვანეს", - განაცხადა ფაშინიანის პრესმდივანმა, მანე გევორკიანმა. მისი თქმით, ფაშინიანის განცხადება გამოწვეული იყო არასწორი…

სომხეთში აქციის მონაწილეები სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ

ერევანში აქციის ათობით მონაწილე ერთ-ერთ სამთავრობო შენობაში შეიჭრა. დღევანდელი აქცია პარტია "დაშნაკუცუნის" ახალგაზრდული ფრთის მიერ არის ორგანიზებული. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, "ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ვითხოვთ.…

ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც გენშტაბის უფროსი და ქვეყნის პრეზიდენტი არ…

სომხეთის პრემიერმა, ნიკოს ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის წევრებმა ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხები, ასევე, ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც სახელმწიფოს…

ისრაელი ვაქცინაციის შესახებ რუსულ ცნობას არ აღიარებს

ისრაელში შესვლისას რუსეთსა და ბელორუსში მუდმივ საფუძველზე მცხოვრებ ებრაელებს, რომლებიც რუსული ვაქცინით არიან აცრილი, კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის ან ვირუსის გადატანის შესახებ დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ. ამ ეტაპზე ისრაელი…

პარიზის სასამართლო ნიკოლა სარკოზის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

პარიზის სასამართლო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქმეზე, რომელსაც კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, განაჩენს დღეს გამოაცხადებს. 66 წლის ნიკოლა სარკოზის ბრალი მოსამართლის იმ მიზნით…

ბრიტანეთის მოსახლეობის 30% უკვე აცრილია

"ბრიტანეთში 20 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. "ბრიტანეთში 20-მა მილიონმა ვაქცინა უკვე მიიღო, ეს არის უდიდესი ეროვნული მიღწევა და…

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ 2024 წელს პრეზიდენტად კენჭს იყრის

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად კენჭი შესაძლოა, ისევ იყაროს. ფლორიდაში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ დემოკრატები 2024 წელს არჩევნებში დამარცხდებიან. მან ისევ გაიმეორა მოსაზრება, რომ…

ტრამპმა ბაიდენის მუშაობის პირველი თვე შეაფასა და ის მკაცრად გააკრიტიკა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი შემცვლელის, ჯო ბაიდენის მუშაობის პირველი თვე შეაფასა და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი გააკრიტიკა. როგორც მან ფლორიდაში რესპუბლიკელ-კონსერვატორების კონფერენციაზე აღნიშნა, "ბაიდენმა აჩვენა, რომ ის…

სტრასბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბავშვებისთვის უფასო გახდება

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში არასრულწლოვნებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "Le Parisien" ავრცელებს. აღნიშნული შეღავათის გამოყენებას 80 ათასამდე ადამიანი შეძლებს. ამისთვის სატრანსპორტო…