მარიამ ქვრივიშვილი:  „ლენდლორდის” მოდელით  ძალიან წარმატებული პორტები ოპერირებენ:  ბელგიაში, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში და ა.შ. საქართველო ხდება ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი, 2029 წლიდან, როდესაც ჩვენ მივიღებთ პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში”

ლენდლორდის” მოდელი არის საერთაშორისოდ აპრობირებული – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საზღვაო სექტორში ის ითვლება ყველაზე წარმატებულ და ყველაზე აპრობირებულ მოდელად.

„შემიძლია მაგალითები ჩამოგითვალოთ, სად ოპერირებენ ძალიან წარმატებული პორტები “ლენდლორდის” მოდელით: ეს გახლავთ ბელგია, სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და ასე შემდეგ. საქართველო ხდება ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი, 2029 წლიდან, როდესაც ჩვენ მივიღებთ პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.

ლენდლორდის” მოდელი თავისი შინაარსით გულისხმობს იმას  და ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება სწორედ ამ მოდელს, რომ 100% პორტის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო ტერმინალები, რომლებიც შეიქმნება პორტში, რომელიც იქნება მშრალი ტვირთებისთვის, ისევე როგორც საკონტეინერო ტვირთისთვის, გადაეცემა იჯარით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები