ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპ ფრანცისკესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პირველი პირი Twitter-ზე ავრცელებს.
„რომის პაპს ვესაუბრე. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და რუსეთის საშინელი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. ჩვენ მადლობას ვუხდით რომის პაპს უკრაინისთვის ლოცვისთვის. ჩვენს ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მსოფლიო სასულიერო ლიდერებისგან, რომლებიც უნდა ავრცელებდნენ სიმართლეს იმ საშინელებაზე, რასაც აგრესორი უკრაინაში ჩადის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.