ზელენსკიმ უმაღლეს რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკი პარლამენტარებს საომარი მდგომარეობის 90 დღით გახანგრძლივებას სთავაზობს. ამრიგად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა, სულ მცირე, 20 ნოემბრამდე, თითქმის ზამთრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობა რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს – 2022 წლის 24 თებერვლიდან გამოცხადდა, თუმცა უმაღლესმა რადამ იგი ორჯერ გაახანგრძლივა: ჯერ 30 დღით, ხოლო 22 მაისს 90 დღით – 23 აგვისტომდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები