“მედვედევის გარდა, სულელი არავინ არის” – პოდოლიაკი​ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ რუსეთის გეგმაზე

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ოკუპირებული ტერიტორიების დასაფიქსირებლად მძევლად იყენებს და სურს უკრაინა აგრესორად წარმოაჩინოს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.

“ძნელი წარმოსადგენია, რომ “ალ-ქაიდას” ან “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იჯდეს გაერო-ში და “ოფიციალურად” აგრესიაში შეერთებული შტატები ან ისრაელი დაადანაშაულოს”, – დაწერა მან.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ოკუპირებული ტერიტორიების დასაფიქსირებლად მძევლად იყენებს და სურს უკრაინა აგრესორად წარმოაჩინოს.

“მაგრამ მედვედევის გარდა სულელი არავინ არის. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის ერთადერთი საფრთხე – რუსი – ტერორისტები არიან”, – დაწერა მიხაილო დასძინა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები